თურქულ წამყვან მედია გამოცემაში – ,,Milliyet“ თბილისის შესახებ სტატია გამოქვეყნდა
თურქულ წამყვან მედია გამოცემაში – ,,Milliyet“ თბილისის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, სათაურით „იმოგზაურეთ საზღვარგარეთ პასპორტის გარეშე – თბილისი“.
სტატიაში ავტორი პოზიტიურ ჭრილში მიმოიხილავს ქალაქის ღირსშესანიშნაობებს და მკითხველს მოუწოდებს, აუცილებლად აღმოაჩინონ თბილისის მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი.
ანკარაში საქართველოს საელჩომ მადლობა გადაუხადა სტატიის ავტორს, სევალ ზენგინს თბილისის დადებითად წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის.