5 წელი ტრაგიკული დღიდან – რა შეცვალა 13-მა ივნისმა დედაქალაქის ცხოვრებაში

2015 წლის 13 ივნისი ყველაზე ტრაგიკული დღეა დედაქალაქის უახლეს ისტორიაში. დღე, რომელმაც შეიწირა 23 ადამიანის სიცოცხლე, იმსხვერპლა ზოოპარკის 300-მდე ბინადარი, დაანგრია ძაღლების თავშესაფარი და წალეკა ქუჩები.

ზუსტად 5 წლის წინ თბილისი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში იყო არა მარტო სტიქიის, არამედ იმ ერთიანობის, თანადგომისა და სიძლიერისათვის, რაც მაშინ ქართველებმა უჩვენეს. მიუხედავად საფრთხისა, მაშინ, როცა თბილისის ქუჩებში ზოოპარკიდან დაკარგულ მტაცებლებს ეძებდნენ, თითქმის მთელი თბილისი წელამდე ტალახში ეძებდა დაკარგულ ადამიანებს და ცდილობდა, რაც შეიძლება მალე დაებრუნებინა დედაქალაქისათვის პირვანდელი იერსახე.  13 ივნისის სტიქია მოხალისეების გაერთიანების საუკეთესო მაგალითად იქცა.

საინტერესოა, რა შეიცვალა 5 წლის განმავლობაში და რამდენად მოერგო დედაქალაქის განაშენიანების გეგმა სტიქიური უბედურების თავიდან ასაცილებელ აუცილებელ მოთხოვნებს? რა გვასწავლა და რა ვისწავლეთ 13 ივნისისაგან? რა უნდა გაითვალისწინონ დეველოპერებმა და როგორ დაიცვან უსაფრთხოების აუცილებელი ნორმები?  – სწორედ ამ კითხვებზე პასუხს მოისმენთ 13 ივნისის „მწვანე ბლოგში“.  ფოტოხელოვანი და ეკოაქტივისტი, გოგა ჩანადირი, „სითი ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, მამუკა სალუქვაძე და დეველოპერული კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ მთავარი არქიტექტორი, გიორგი გაბუნია  საუბრობენ 13 ივნისის მძიმე გამოცდილებისა და იმ აუცილებელი ნაბიჯების შესახებ, რაც მორიგი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად უნდა გადაიდგას,  რათა მდინარე ვერემ, რომელიც ახლა მშვიდად მიედინება კალაპოტში, არასდროს მოუტანოს თბილისს მძიმე შედეგები.

შეგახსენებთ, რომ „მწვანე ბლოგი“ “ქართული კვირისა” და “ეკო სითის” ერთობლივი პროექტია, რომელსაც სიამოვნებით შეუერთდა ფოტოხელოვანი და ეკოაქტივისტი გოგა ჩანადირი, სწორედ ის ამზადებს ყოველკვირეულ ბლოგებს, რომლებშიც ეკომნიშვნელობის,  საზოგადოებისათვის საინტერესო საკითხებს შეეხება.

პროექტის მხარდამჭერია “ეკო სითი მეტი დეველოპმენტისაგან”, რომელიც წლებია, ეკომეგობრულ საცხოვრებელ უბნებს აშენებს  და მავნე ჩარევისაგან გარემოს დაცვა მათი სოციალური პასუხისმგებლობისა და პოლიტიკის  ნაწილია.

 

 

 

რუბრიკის მხარდამჭერია საცხოვრებელი კომპლექსი “ეკოსითი”, რომელსაც ბაზარზე “მეტი დეველოპმენტი” წარმოგვიდგენს

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.