ქართველი ემიგრანტების სოლიდარობით აღტაცებული თურქი ექიმების ამბავი 

ქართული სოლიდარობის განცდასა და იმაზე, როგორ შეუძლია მთელ ერს “ჭირსა შიგან გამაგრება”, ბევრი თქმულა და დაწერილა. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება, ადამიანების დიდი ნაწილი უკანასკნელ ლარებს ხარჯავს ქველმოქმედებაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, ქართველი ემიგრანტები არიან, რომლებიც არა მხოლოდ ფინანსურად ეხმარებიან ოჯახებს, არამედ მორალურ მხარდაჭერასაც უცხადებენ და სამკურნალოდ უცხოეთში ჩასული ქართველების ნამდვილ ქომაგებად იქცევიან. სწორედ ასეთ შემთხვევას იხსენებს ირაკლი მილაძე

“ლეიკემიით დაავადებული ბავშვი წაიყვანეს საქართველოდან თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. ოჯახის დიდი გაჭირვების გამო სტამბულის ემიგრანტთა ჯგუფში დაიწერა, რომ მათ აღარ ჰქონდათ საავადმყოფოში ბავშვის სამკურნალო ფული. ადგილობრივმა ქართველმა ემიგრანტებმა რომ გაიგეს ეს ამბავი, ფეისბუქზე დაწერეს ამ ამბის შესახებ და დაიწყეს ფულის შეგროვება. შეაგროვეს კიდეც ფული და როცა მივიდნენ კლინიკაში, თურქი ექიმი აღტაცებული საუბრობდა:
“ამ კლინიკაში ყველა ქვეყნიდან მოდიან და მკურნალობენ. არ მინახავს არცერთი ერი, რომელიც თავისი ქვეყნის წარმომადგენელს მიაკითხოს და ყურადღება მიაქციოს. როდესაც ქართველ ავადმყოფს ვინმე აკითხავს, სულ ვეკითხები პაციენტის ოჯახს, თუ ვინ იყო მათი და უმრავლესობა ამბობს, რომ საერთოდ არ იცნობენ. თქვენნაირი სოლიდარობის გრძნობა არცერთ ერს არ აქვს.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.