Nina & Nutsa Vlog ახალი ამბები სლაიდერი

ნინასა და ნუცას კულინარიული ვლოგებისა და უნიკალური რეცეპტების ხილვა „ქართული კვირის“ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი

„ქართული კვირა“ მკითხველს მორიგ სიახლეს სთავაზობს – ნინა პერტენავასა და ნუცა სურგულაძის კულინარიული ვლოგებისა და უნიკალური რეცეპტების ხილვა „ქართული კვირის“ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. 

კულინარიით დაინტერესებული მაყურებელი დედა-შვილს სხვადსხვა პროექტიდან იცნობს. ნუცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობილი კულინარიული შოუს გამარჯვებულია და საქართველოს მასტერშეფის ტიტულს ატარებს. მანამდე კი იყო სწავლა საფრანგეთში და ცნობილი „გორდონ რამზის ქუდი“. ევროპაში სასწავლებლად 16 წლის ასაკში წავიდა და კულინარიულ სკოლაში 3 წელი ისწავლა, პარალელურად კი სტაჟირებას გადიოდა მიშელინის ვარსკვლავის მქონე სხვადასხვა რესტორანში.

ნუცამ კარანტინში ყოფნისას დროის საუკეთესოდ გამოყენების გზა იპოვა და დედასთან ერთად კულინარიული ვლოგი შექმნა.

ვლოგის შექმნის სურვილი სულ იყო, არ იყო დრო. მოხდა ისე, რომ პანდემიის პერიოდში სახლში აღმოვჩნდით მე, ნინა და პროფესიონალური ვიდეოაპარატურა. ნინას ვაყურებინე ვიდეო გადაღების რამდენიმე ტუტორიალი და პირველი ვიდეოც გადავიღეთ, რომელის  მხოლოდ ინსტაგრამ გვერდზე აიტვირთა. შემდეგ ნინამ თავის პირად გვერდზე ატვირთა ერთ-ერთი ვიდეო, რომელმაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, თუ არ ვცდები 250000 ნახვა ჰქონდა და მას შემდეგ თითქმის ყოველ დღე ვწერთ ახალ რეცეპტებს. თუ დროულად არ ავტვირთეთ ვიდეორეცეპტი, უკვე გვწერენ ხოლმე, ზოგი სერიალივით უყურებს, ერთმა მშობელმა მოგვწერა, ჩემი შვილი საღამოობით მთხოვს „ნუცას ნამცხვრები“ ჩამირთე  

როგორც წესი, საიდუმლო რეცეპტების გამხელა არ უყვართ შეფებს, მე პირიქით ვარ – მინდა ყველას გავუზიარო ცოდნა. ამ ვლოგში მარტივ და ხელმისაწვდომ რეცეპტებს ვთავაზობთ, რომ მოზარდსაც შეეძლოს კერძის მომზადება. ვლოგმა ნამდვილად გაამართლა, გვყავს ჩვენი მუდმივი მაყურებელი და მოდის უამრავი მადლობის შეტყობინება. ჩვენ ეს გვაბედნიერებს და მოტივაციას გვაძლევს, რომ კიდევ უკეთესი გახდეს ჩვენი ვლოგი,“- ამბობს ნუცა „ქართულ კვირასთან“ საუბარში.

ნინას და ნუცას ვლოგები ნამდვილად გამორჩეული და განსაკუთრებულია, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ბუნებრიობით –  დედა-შვილის დიალოგით, შენიშვნებითა და კითხვებით და რაც ყველაზე მთავარია,  მარტივი და უგემრიელესი რეცეპტებით.

სწორედ ამ „გემრიელი ვლოგის“ საინფორმაციო პარტნიორი გახდა „ქართული კვირა“, რომლის აუდიტორიასაც, ძირითადად, ქართველი ემიგრანტები წარმოადგენენ.

როდესაც სტატისტიკას გადავხედეთ, აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი გვიყურებს, უთბილეს კომენტარებს გვიწერენ და ასევე გვთხოვენ კონკრეტული კერძის ადაპტირებას მათთვის ხელმისაწვდომ პროდუქტებზე. ვფიქრობთ, ძალიან კარგი კოლაბორაცია გამოვა და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავახარებთ,“- აღნიშნა ნუცამ.

პირველი ვლოგის რეცეპტი ნუცას საფირმო პაშტეტი კუჭმაჭის ინსპირაციით და ალუბლის სოუსით იქნება – სწორედ ის კერძი, რომლითაც  მასტერშეფის ფინალში გაიმარჯვა.

„ქართული კვირისა“ და „ნინასა და ნუცას ვლოგის“ გულშემატკივრებს წინ ბევრი საინტერესო ვიდეო ელოდებათ – მათ შორის მოგზაურობა საქართველოს ულამაზეს რეგიონებში და ადგილობრივი კერძების მომზადება.  

 

რუბრიკის მხარდამჭერია "მეტი დეველოპმენტი"კომპანიარომელსაც ემიგრანტები ენდობიან.

სხვა სიახლეები

„დიდი იდეების კონკურსი 2020“

Editor

ტერენტი გრანელის დაბადების ჩანაწერი

Editor

უცხოური ლეგიონის ქართველი ვიცე-პოლკოვნიკი

Editor

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი Jean Monnet პროგრამის გამარჯვებულია

Editor

საქართველო კანადის დედაქალაქის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობის დონორი გახდება

Editor

ქართველმა მოკრივეებმა სლოვაკეთის ჩემპიონის ტიტულები მოიპოვეს

Editor