11 ივნისს მორის ფოცხიშვილი დაიბადა

1930 წლის 11 ივნისს თბილისში ქართველი პოეტი და მთარგმნელი მორის ფოცხიშვილი დაიბადა. 

იგი ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედალის, ზვიოზდოსლავის, ოვანეს თუმანიანის, აკაკი წერეთლის და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის მფლობელია, ასევე მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია და ნიკოლოზ ოსტროვსკის სახელობის პრემია.

მორის ფოცხიშვილი ქართველებისთვის განსაკუთრებით საყვარელი სიმღერების ტექსტების ავტორია, საპატიო თბილისელი და თბილისობის დღესასწაულის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი.

მორის ფოცხიშვილი  1993 წელს გარდაიცვალა. იგი, თავისი ანდერძის თანახმად,  მცხეთაში დედათა მონასტრის ეზოშია დაკრძალული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.