გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა
გუშინ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტზე, გაერთიანებულმა სამეფომ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა; განსაკუთრებით, რუსეთის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან ე.წ. “ბორდერიზაციის” პროცესის გაგრძელების ჭრილში. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საელჩომ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.