ახალი ამბები ტურიზმი

აჭარაში, ხიხანის ციხეზე  ტურისტული ბილიკი მოეწყობა 

ტურისტული ბილიკის დალაშქვრის გამარტივების მიზნით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ციხეზე ასასვლელი ბილიკის გაფართოებას, მოაჯირების მონტაჟს და კიბეების მოწყობას გეგმავს.

გარდა ამისა, ბილიკზე ტურისტულად მიმზიდველი, მამოტივირებელი მანიშნებლების, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტული ბილიკის მარკირება იგეგმება.

ამ ეტაპზე, ციხეზე გეოლოგებისა და ტოპოგრაფების მიერ კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს. კვლევის პროცესს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ლელა გოგუაძეც დაესწრო, რომელმაც სპეციალისტებთან ერთად ბილიკზე არსებული მდგომარეობა და პროექტის განხორციელების ეტაპები განიხილა.

საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ციხეზე ასასვლელ ბილიკზე მოსაწყობი ინფრასტრუქტურის ესკიზური პროექტი და მისი სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი 1 აგვისტომდე მომზადდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.

ხიხანის ციხე იგივე ხირხათის ციხე — შუა საუკუნეების ძეგლია, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში მდებარეობს. ციხესიმაგრის საამშენებლო წყობაში გამოირჩევა რამდენიმე ფენა: უძველესი – X-XI საუკუნით,  ხოლო უახლესი XVII-XIX საუკუნეებით თარიღდება.

 

სხვა სიახლეები

ავსტრიული წარმატება

Editor

თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიამ სვანეთის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო 

Editor

თბილისის სახვითი ხელოვნების მუზეუმი 30 ივნისს გაიხსნება

Editor

ახალი სპეცრეისი სტუდენტებისთვის

Editor

„ბუდრუგანა გაგრა“  – ბელგიაში ჩრდილების თეატრის წარმოდგენა გაიმართება

Editor

საქართველოს ზამთრის კურორტების პრეზენტაცია ჰელსინკის საერთაშორისო გამოფენაზე შედგა

Editor