ახალი ამბები ტურიზმი

Conde Nast Traveler – საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორის

საქართველოში ტურიზმის გახსნის და სპეციალური უსაფრთხო ზონების შექმნის შესახებ კიდევ ერთი გავლენიანი საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა – Conde Nast Traveler წერს. „რომელი ქვეყნები იხსნება საერთაშორისო მოგზაურებისთვის“ ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოსთან ერთად მსოფლიოში პოპულარული ტურისტული მიმართულებები: საბერძნეთი, ესპანეთი, ინდონეზია, მალდივი და შრი-ლანკა მოხვდნენ.

”საქართველო პოპულარული ტურისტულ მიმართულებაა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს, ხოლო საერთაშორისო 1 ივლისს იხსნება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც უცხოელ ვიზიტორებს უმასპინძლებს. უკვე დანერგილია უსაფრთხოების და ჰიგიენის ახალი ზომები, რაც ტურისტებს მშვიდად მოგზაურობის საშუალებას მისცემს.

საქართველო ტურისტებს “მწვანე ზონებში“ მიიღებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ვირუსისგან თავისუფალ ადგილებში მოეწყობა. მთელ ევროპაში საქართველო კორონავირუსის შემთხვევების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევა,”-წერს Conde Nast Traveler.

სხვა სიახლეები

 სოფია სააკაშვილმა და თათია კობალაძემ “თურქეთის ხმის” მესამე ეტაპი გადალახეს

Editor

საქართველო წელს “ტრენტოს” საერთაშორისო ფესტივალის ფოკუსქვეყანა იქნება

Editor

“დაივიწყეთ ალპები – საქართველო მოთხილამურეების სამოთხე ხდება”

Editor

ჩინეთის ერთ-ერთ წამყვან პლატფომაზე საქართველოს შესახებ სტატია გამოქვეყნდა 

Editor

,,ქართული კვირა“ ასოციაციასთან ,,საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტები“ თანამშრომლობას იწყებს

Editor

წერილი მუზეუმს – თბილისის მუზეუმების გაერთიანება ახალ პროექტს იწყებს

Editor