“კროა ქალები” – მრეცხავები მე-19 საუკუნის თბილისში 

მრეცხავი ქალის ქურდობის ამბავზე, ალბათ, ყველას ლეგენდარული მიუზიკლი “ვერის უბნის მელოდიები” გვახსენდება, თუმცა, მე-19 საუკუნის თბილისში მრეცხავები ხშირად ქურდობდნენ და  არც თუ ისე კეთილი მიზნებისთვის, როგორც ეს ვარდოს შემთხვევაში იყო. 

ერთ-ერთ ასეთ ამბავზე გაზეთი “ივერიაც” კი წერდა:

❝ყველას ენახვება ჩვენს ქალაქში კროები, რომელნიც ხალიჩა-ფარდაგებსა და ლოგინს თხოულობენ, გასარეცხად მოგვეცითო. მაგრამ ყველა ესენი-კი ერთნაირად სანდონი არა ყოფილა და, თუ მოახერხეს როგორმე, ბევრი მათგანი სცდილობს გასარეცხად წაღებული ხალიჩა თუ ფარდაგი პატრონს აღარ დაუბრუნოს და თვით შეინარჩუნოს.

ამას წინად ერთი ამისთანა კროა-დედაკაცი, რომელსაც წაეღო გასარეცხად თითქმის ოცის თუმნის ხალიჩა ფარდაგები, შეიპყრო პოლიციამ სწორედ იმ დროს, როდესაც დედაკაცი ტფილისიდამ აპირებდა წასვლას და გასარეცხი ხალიჩა-ფარდაგები კი ზოგი დაეგირავებინა და ზოგი გაეყიდნა❞, – წერდა გაზეთი „ივერია“ 1890 წელს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.