გამოცემამ The New York Times Magazine საქართველოს საგანგებო პუბლიკაცია მიუძღვნა

ხელოვნების სასახლის პროექტი „ქსოვილი საქართველოდან“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოცემის The New York Times Magazine ყურადღების ცენტრში მოხვდა.

მსოფლიოში განთქმულმა გამოცემამ საქართველოს საგანგებო პუბლიკაცია მიუძღვნა. სტატიაში სახელწოდებით: “როგორ წარმოაჩენს მეაბრეშუმეობა საქართველოს წარსულის უცნობ მხარეებს“ მოყოლილია ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და მეაბრეშუმეობის უძველესი ტრადიციები.

„პუბლიკაციის მომზადების დროს The New York Times Magazine ჟურნალისტები ხელოვნების სასახლის მიერ შექმნილ ქსოვილის ელექტრონულ ბაზებზე მუშაობდნენ და პუბლიკაციის გასაფორმებლად მუზეუმში დაცული 3 ილუსტრაცია გამოიყენეს, 11 მაისს ჟურნალის მკითხველმა თამარ მეფის, ჯაყელთა სამოსის და გელათური „ოქრონემსული“ ქსოვილის უნიკალური ფრაგმენტები იხილა.” – წერს გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.