საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ინფორმაციას ავრცელებს
„დღეიდან, გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესული ყველა პირი დაექვემდებარება 14 დღიან თვითიზოლაციას. თითოეული პირი, ვალდებულია, შესაბამისი ფორმის შევსებით წარმოადგინოს საკონტაქტო ინფორმაცია და მისამართი. მათთვის, ვისაც დასარჩენი ადგილი არ აქვს, მთავრობა „შესაბამის სივრცეს გამოყოფს“;“ – ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში.
„წესების დამრღვევი პირები მკაცრ სასჯელებს დაექვემდებარებიან. ვინც აღნიშნული ზომების დაცვაზე უარს განაცხადებს, შესაძლოა ქვეყანაში არ შეუშვან;
განხორციელდება თვითიზოლაციის წესის დაცვის ადგილზე გადამოწმება;
ყველა პირი, ვინც ამ საკარანტინო წესს დაარღვევს, შესაძლოა 1000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდეს;
14-დღიანი თვითიზოლაციის მოთხოვნა არ ვრცელდება სატვირთო მანქანების მძღოლებზე, სეზონურ აგრო-მუშაკებსა და კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართულ სამედიცინო პერსონალზე. გამონაკლისია ასევე ქვეყანაში ირლანდიიდან, ინგლისის სრუტის კუნძულებიდან და მენის კუნძულიდან ჩამოსვლა;
ე. წ. „საჰაერო ხიდები“ იმ ქვეყნებთან მიმოსვლისთვის, სადაც დაავადების გავრცელება დაბალია, პირველ ეტაპზე არ ამოქმედდება;
აღნიშნული ზომები მათი გამარტივება/გაუქმების შესაძლებლობის განხილვის მიზნით ყოველ სამ კვირაში ერთხელ გადაიხედება.“ – ნათქვამია განცხადებაში.