“პანსიონი გაუთავებიათ, ქმარი შეირთონ და მოისვენონო!“- ქალების განათლების საკითხი მე-19 საუკუნის საქართველოში

1872 წელს გაზეთი “დროება” იმ დროს აქტუალურ საკითხს, ქალების განათლებისაკენ სწრაფვას გამოეხმაურა. წერილის ამ ფრაგმენტში კარგად იკითხება, როგორც იმდროინდელი საზოგადოების, ასევე გაზეთის მესვეურთა დამოკიდებულება ქალთა განათლების მიმართ. 

“ჩვენს საზოგადოებაში დაიწ​ყეს ლაპარაკი, რომ რამდონიმე ჩვენებური ახალგაზრდა ქალი საზღვარ გარეთ აპირებს წასვლას უმაღლესი განათლების მისაღებადო.

მის მაგივრათ, რომ ჩვენს საზოგადოებას თანაგრძნობითა და სიხარულით მიეღო ეს ამბავი და წაექეზებინა ჩვენი ახალგაზრდა ქალები ამ საქმეში, ჩვენ ყოველი მხრით გვესმოდა და ახლაც გვესმის ხან დაცინვით და ხან უკმაყოფილო ლაპარაკი და აზრი ამ საგანზე. „თფილისის ნიგილისტკებიო, მოდას აჰყოლიანო“, ამბობდნენ ერთნი, „ეს რა ამბავი არის: ვინ ქალი და ვინ ექიმიო?! პანსიონი გაუთავებიათ, ქმარი შეირთონ და მოისვენონო!“, ამბობდნენ მეორენი.
მაგრამ ნუ შეშინდებიან ჩვენი დედ მამები: დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს მოვლენა მეორეთ-მოსვლისა და ქვეყნის უკუღმა დაბრუნების ნიშანი კი არ არის, ეს არის სიკეთისა და ქვეყნის წარმატების ნიშანი.
ჩვენ დიდის სიამოვნებით ვხედავთ, რომ ჩვენს ქალებშიაც იწყება მოძრაობა და ლტოლვილება უმაღლესი განათლებისათვის.

„დროება“, 1872 წ.

წყარო: ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.