მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა 

7 ივნისს სპეციალური ავიარეისით – თბილისი-ლაგოსი-თბილისი, მეკობრეების მიერ გატაცებული 9 ქართველი მეზღვაური საქართველოში დააბრუნეს.

მეზღვაურებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დახვდა.

მეზღვაურების გამოხსნის პროცესში და ნიგერიის სახელმწიფო სტრუქტურებთან მოლაპარაკებებში საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. პროცესის წარმატებით დასრულებაში ასევე დიდი წვლილი შეიტანა გემთმფლობელმა კომპანიამ.

ინფორმაცია მეკობრეების მიერ 9 ქართველი მეზღვაურის გატაცებაზე 2 მაისს გავრცელდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი მეკობრეები გემს 30 აპრილს დაესხნენ თავს. 22 მაისს კი მეზღვაურები გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.