9 ქართველი მეზღვაური თურქეთიდან სამშობლოში დააბრუნეს 

მიუხედავად თურქეთის რესპუბლიკაში შესვლასა და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვისა და საყოველთაო კარანტინისა, ანკარაში საქართველოს საელჩოს მიერ მოპოვებული ნებართვების საფუძველზე, 5 ივნისს, ქალაქ ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, 9 ქართველი მეზღვაური ქალაქ სამსუნის პორტიდან სამშობლოში უსაფრთხოდ დააბურნეს. მეზღვაურები საერთაშორისო ნაოსნობაში იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ უახლოესი დრეების განმავლობაში თურქეთის დედაქალაქსა და 30 უმსხვილეს ქალაქში სრულად იყო აკრძალეული ადამიანების ქუჩაში გადაადგილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები