5 ივნისიდან ათენში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური მოქალაქეთა მიღებას განაახლებს

2020 წლის 5 ივნისიდან ათენში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური განაახლებს მოქალაქეთა მიღებას. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო საბერძნეთში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები:

მოქალაქეთა მიღება იწარმოებს ვებ-გვერდზე – “www.geoconsul.gov.ge” ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში;

მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს თანმხლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);

მოქალაქეს ეკრძალება საკონსულო სამსახურში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, საერთო სისუსტე, ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;

მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანი);

მოქალაქე ვალდებულია საკონსულო სამსახურში შესვლისთანავე გამოიყენოს მისაღებში განთავსებული სადეზინფექციო საშუალება;

მოქალაქე ასევე ვალდებულია დაიცვას სოციალური დისტანცია და მოერიდოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;

მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს: + 30 210 74 89 180

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები