საქართველოს მოქალაქეები ანკარიდან და იზმირიდან სამშობლოში დაბრუნდნენ
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, თურქეთში საქართველოს საელჩოს მიერ მოპოვებული მგზავრობის ნებართვების საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეები ანკარიდან (საელჩოს მიმდებარე ტერიტორიიდან) და იზმირიდან სამშობლოში გამოამგზავრეს.
ამასთან, თურქეთში საქალაქთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია, რაც სამომავლოდ, მოქალაქეს აძლევს საშუალებას სპეციალური ნებართვის გარეშე გაემგზავროს სამშობლოში.