,,რა გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდნენ და რა პრობლემების გადაჭრა უწევთ ქართველ ემიგრანტებს ამერიკაში“- ვიდეობლოგი ,,მედიატორი“

107,00-ზე მეტი დაღუპული და 40 მილიონზე მეტი უმუშევარი – პანდემიის და კორონავირუსის გავლენა ამერიკაზე საკმაოდ მაღალია. რა გამოწვევების პირისპირ აღმოჩნდნენ და რა მწვავე პრობლემების გადაჭრა უწევთ ჩვენს ემიგრანტებს ასეთ პირობებში?

პანდემიის აფეთქების პირველივე დღეებიდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს, ,,კრიზისცენტრი – ამერიკა”, რომელიც დახმარებას უწევს ქართველ ემიგრანტებს. კონკრეტულად რა სახის დახმარებაზეა საუბარი და როგორი შედეგები  აქვს ამ დროისთვის ცენტრს, როდესაც მსოფლიომ ნელ-ნელა გამოსვლა დაიწყო კრიზისიდან და რიგი რეგულაციები მოიხსნა. კრიზისის ცენტრები „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის“ პროექტია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა. ვიდეო ბლოგის პირველი სტუმარი ამერიკაში მოღვაწე ქართველი, ასოციაცია ,,თვისტომის“ დამფუძნებელი და „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის“ თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძეა.

,,პანდემიას მსოფლიო მოუმზადებული შეხვდა, სამწუხაროდ არც ჩვენ ვყოფილვართ გამონაკლისი, პროცესები დაგვიანდა. ყველა საჭირო რესურსის მობილიზება დაგვიანებით მოხდა და დავდექით დიდი პრობლემების წინაშე. კრიზისის ცენტრები „ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის“  პირველი პროექტია და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საკმაოდ შედეგიანად იმუშავა. მოხდა დროული მობილიზება ემიგრაციის მხრიდან და ოპერატიულად ჩამოყალიბდა სწრაფი რეაგირების ჯგუფები. შეიქმნა ფონდი, რომელშიც უამრავი ემიგრანტი ჩაერთო და  ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე გაართვა თავი. ამ მოვლენებმა კარგად გამოაჩინა დიასპორის სიძლიერე. უამრავი დიასპორული ორგანიზაცია გაერთიანდა საერთო პრობლემის წინააღმდეგ, ასევე ის ემიგრანტებიც შემოგვიერთდნენ, ვისაც კოალიციასთან მანამდე არანაირი კავშირი არ ჰქონდათ. სხვადასხვა ტიპის დახმარება აღმოვუჩინეთ ჩვენს თანამემამულეებს. ეს იქნებოდა სამედიცინო კონსულტაცია, სოციალური, ფსიქოლოგიური დახმარება,  საინფორმაციო მომსახურება თუ  სხვა. კრიზის ცენტრის შექმნან და და დაგროვილმა გამოცდილებამ დაგვანახა ბევრი პროექტის დანერგვის აუცილებლობა, რასაც ერთობლივად განვახორციელებთ კიდეც. ამერიკაში 4-მა ორგანიზაციამ შევქმენით კრიზისის ცენტრი, მუდმივ კოორდინაციაში ვიყავით სხვა ქვეყნის ცენტრებთანაც და ერთმანეთში ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლის შედეგად, ეფექტურად მოვახერხეთ კრიზისთან გამკლავება. ახლა წინ სხვა გამოწვევებია…“ – ამბობს ნიკოლოზ ჩხეიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.