პორტალი „Condé Nast traveller“ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სამოგზაურო პორტალმა „Condé Nast traveller“- მა ტურისტებს საქართველოში მოგზაურობას ურჩია.

„ოცნებობთ საზაფხულო მოგზაურობაზე? მაშინ შესაძლებელია გაემგზავროთ ამ ქვეყნებში –  მალდივები, საქართველო, საბერძნეთი, შრი-ლანკა, ესპანეთი და ბალი.“

„საქართველო ადგილობრივ ტურიზმს 16 ივნისს იწყებს და თან ემზადება 1 ივლისს ტურისტების მისაღებად. იმისთვის, რომ ის გახდეს ერთ – ერთი პირველი ქვეყანა ვინც უცხოელ ტურისტებს მიიღებს,  საქართველოში უსაფრთხოების და ჰიგიენის ახალი ზომები მიიღეს, რათა ტურისტებმა სულიერი სიმშვიდე შეინარჩუნონ.“ – ნათქვამია სტატიაში.

საქართველო 1 ივლისიდან ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის.  წინასწარი ინფორმაციით, პირველ რიგში საზღვრები  ისრაელის, ავსტრიის, ჩეხეთისა და უკრაინის მოქალაქეებისთვის გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.