ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უნიკალური ნიმუშები შეიძინა

ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმდიდრესი ფოტოარქივი კიდევ ერთი უნიკალური კოლექციით გაამდიდრა. 2800 უნიკალური ფოტო, რომელიც აქამდე ბაადურ ქობლიანიძის ოჯახის საკუთრება იყო, ახლა უკვე ეროვნული მემკვიდრეობა გახდა. 

„გილოცავთ და მოგვილოცეთ!
დასრულდა ორწლიანი მოლაპარაკება და თანმდევი პროცესიც: საქართველოში უდიდესი კერძო ფოტოკოლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულიდან მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის პროლოგის ჩათვლით ათასობით ძალიან ცნობილი თუ სრულიად უცნობი ფოტოსურათის ორიგინალი მომავალ წელს ჩვენს ფოტომუზეუმში წარმოგიდგებათ თემატურ გამოფენებად. საქართველოს ვიზუალური ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილის გადარჩენა – ამ ამბავს ასეც შეიძლება დავარქვათ. აქვე გთავაზობთ რამდენიმე სურათს გასული საუკუნის დასაწყისისას – მცირედს მცირედიდან – დიდი და საოცარი მოგზაურობა კი წინ გელით – უკვე დაზუსტებულ პირთა საძიებლით, ქრონოლოგიითა თუ კონტექსტებით” – განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.