ახალი ამბები მხოლოდ ქართული სლაიდერი

დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალურ სელექციაში დასახელდა

კანის საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა ცნობილია. კინოფესტივალის მთავარ სექციაში დასახელდა დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი “უხილავი სივრცეები” წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი “ლეთა” აჩვენეს სექციაში “რეჟისორთა ორკვირეული”.

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კანის საერთაშრისო კინოფესტივალი არ ჩატარდება ტრადიციული ფორმით, არც ერთი სექცია იქნება საკონკურსო. ოფიციალურ სელექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდებიან ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ-იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი კინოფესტივალის ფარგლებში შედგება ფილმ „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა. მთელ ამ პროცესს კანის კინოფესტივვალის დირექტორი ტიერი ფრემო ასე უწოდებს – “კანი კედლებს მიღმა”.

ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება, მას შემდეგ რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.

სხვა სიახლეები

“აგაცილოს ღმერთმა მტერის რისხვა და ატაკუტაი ყაძახის” – გურულის საშობაო მილოცვა

Editor

3 აპრილს ბერლინიდან თბილისში დამატებითი ავიარეისი შესრულდება 

Editor

“წერილები გზიდან… ჩემი ეზო” – მაია დედაბრიშვილი

Editor

#აჩუქეწიგნი – აქცია წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

Editor

ქართველმა ემიგრანტებმა ნიდერლანდების კუნძულ ტექსელზე დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგეს

Editor

თანამედროვე ეპოქის სულიერი კრიზისები და ქრისტიანობა

Editor