აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება

საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში განაგრძობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში უსაფრთხოდ და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს.

3 ივნისს, საელჩოს ორგანიზებითა და ხელშეწყობით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციითა და შეთანხმებით, სამშობლოში სახმელეთო გზით დაბრუნდა საქართველოს მოქალაქეთა კიდევ ერთი, 114 კაციანი ჯგუფი. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

აღნიშნული ჯგუფის შემადგენლობაში არიან: არასრულწლოვანი, ასაკოვანი, ფეხმძიმე, მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე და საელჩოს მიერ დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფილი პირები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.