ახალი ამბები განათლება

Microsoft Teams-ი ქართულ ენაზე ითარგმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, Microsoft-მა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან (EMIS) თანამშრომლობით Microsoft Teams-ის ქართულ ენაზე თარგმნა უზრუნველყო, რაც პედაგოგებს დისტანციურად სწავლის პირობებში შესაძლებლობას მისცემს მშობლიურ ენაზე ისარგებლონ შეთავაზებული ონლაინ ინსტრუმენტებით.

Microsoft-თან პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, ასევე ქართულ ენაზე ითარგმნა Microsoft-ის საგანმანათლებლო პორტალი და მასში არსებული საგანმანათლებლო რესურსიც, რომელსაც ეტაპობრივად დაემატება გაკვეთილებისა და კურსების ახალი, ნათარგმნი ვიდეოები.

„გარდა ამისა, მიმდინარეობს Teams-ის ქართულ ვერსიაში ინტერაქტიული ქართულენოვანი Chat-Bot-ისა და ელექტრონული ჟურნალის ინტეგრირება. Microsoft Teams-ის ქართული ვერსია უკვე ხელმისაწვდომია 55 000-მდე მასწავლებლისა და 600 000-ზე მეტი მოსწავლისთვის.Teams-ის პროგრამაში ასევე ინტეგრირდა ელექტრონული რესურსების პორტალი -www.el.ge, რაც კიდევ უფრო გაუმარტივებს პედაგოგებს აღნიშნულ ვებგვერდზე არსებულ საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობას. სამინისტრო მაქსიმალურად აძლიერებს დისტანციური სწავლების მეთოდებზე მუშაობას. საქართველოში Covid-19-ის პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების დანერგვის პროცესს უმაღლესი შეფასება მისცეს ისეთმა ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, როგორიცაა OECD და იუნისეფი“, – ნათქვამია  სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სხვა სიახლეები

გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“ გაიხსნა

Editor

,,ლექსო, არ დაიკარგები”- ხალხური პოეზიის საიუბილეო საღამო

Editor

იაპონიაში ქართული ფოლკლორის შესახებ წიგნი გამოიცა

Editor

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, პეტრე მელიქიშვილის დაბადებიდან 170 წელი შესრულდა

Editor

თურქეთში ‘’შუშანიკის წამება“ თურქულ ენაზე გამოიცა

Editor

რატომ არ ინფიცირდებიან ქართველები ევროპაში კორონავირუსით – ინგა მამუჩაშვილის მოსაზრება

Editor