ქართული დოკუმენტური ფილმი – “ღიმილიანი საქართველო” Ex Oriente Film-ის რჩეულთა შორის მოხვდა 

Ex Oriente Film იმ დოკუმენტური ფილმების პროექტების სიას აქვეყნებს, რომლებიც ტრენინგ პროგრამის 2020 წლის გამოშვებაში მიიღებენ მონაწილეობას. 12 რჩეულ პროექტს შორის არის “ღიმილიანი საქართველო” (რეჟისორი – ლუკა ბერაძე, პროდიუსერები – ნინო ჩიჩუა და ანა ხაზარაძე).

Ex Oriente Film ტრენინგ პროგრამაა, რომელიც ფოკუსირებულია დოკუმენტური ფილმების განვითარებაზე აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპიდან.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილ უცხოელ ტუტორებს შორის არის ქართველი რეჟისორი – სალომე ჯაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები