ირლანდიის ქართული დიასპორა სამეგრელოში ათობით გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა 

ირლანდიის ქართულმა დიასპორამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი მოსახლეობისათვის სასურსათო პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა. 

სასაჩუქრე კალათები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავამ, ირლანდიის ქართული დიასპორის წარმომადგენელმა, ნანა თავდუმაძემ და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ქადარიამ, სოფელ ერგეტასა და ცვანეში მცხოვრებ რამდენიმე ათეულ ოჯახს გადასცეს.

,,მადლობას ვუხდი ირლანდიის ქართული დიასპორის საბჭოს და მის უშუალო ხელმძღვანელობას. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი ერთობლივი აქციებით ჩვენ შევძლებთ მოსახლეობის დახმარებას და პანდემიით გამოწვეული ვითარების შემსუბუქებას“, – აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიის ქართული დიასპორის ინიციატივით და ორგანიზებით მსგავსი აქციები სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.