ახალი ამბები განათლება

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე მტკვარი სათავეს  თურქეთში, ყიზილ-გიადუკის მთის კალთაზე (აღმოსავლეთით) იღებს. ჩაედინება კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში. მისი სიგრძეა 1364 კმ. აუზის ფართობი – 188 ათასი კვადრატული კილომეტრი. აუზი მოიცავს სომხეთის ტერიტორიას მთლიანად, აზერბაიჯანისა და საქართველოს დიდ ნაწილს, აგრეთვე თურქეთისა და ირანის ტერიტორიის ნაწილს.

მისი ანტიკური სახელწოდებაა Cyrus, თურქები და აზერბაიჯანელები Kür-ს უწოდებენ.

„აღაშენა კვიროსმან მახლობელ მდინარისა მტკვრისა ქალაქი ჩინებული და უწოდა სახელითა თვისითა კირაპოლი. ესე ქალაქი მდგომარე იყო კიდესა ზედა მდინარისა მტკვრისასა, არა დია შორს მის ადგილისაგან, რომელსა აწ უწოდებენ ქოინა-შამახიასა. იტყვიან ვიეთნიმე, რეცა მდინარესა მტკვარსა უწოდა მან სახელილითა თვისითა კირო მდინარე, რომლისაგამო აწ სპარსნი, თურქნი და ევროპიელნი, ვითარცა რუსნიცა უმეტესნი უწოდებენ მას ქურად, მაგრამ ყოველნი ერნი ზემოისაცა და ქვემოისაცა ივერილენი, ესე იგი სრულიად ქართლოსიანთანი, უწოდებენ მდინარესა უძველესისა სახელითა თვისითა მტკვრად, ვინაიდგან უწინარეს კიროსისაცა ეწოდა მტკვარი მრავალთასა უკუნითგან პირველ“(თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, გვ. 107)

რამდენიმე მოსაზრება არსებობს,  რატომ ჰქვია მტკარს „მტკვარი”, ან „კურა”, პირველი – სპარსეთს და მის მეფეს კირუს დიდს (ძვ.წ 559-530წწ.) უკავშირდება. „კირუსი” მტკვრის ანტიკურ სახელწოდებადაა მიჩნეულია, შემდეგი მოსაზრებით: „კურა” ძველი ალბანურიდან მოდის და წყალსაცავს ნიშნავდა, ხოლო სიტყვა მტკვარი, „მტკნარისგანაა” წარმოქმნილი.

მტკვრის დაცვის დღე 1999 წელს დაარსდა და საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთდროულად აღინიშნება.

სხვა სიახლეები

ვაშინგტონში ნანა ჯორჯაძის დოკუმენტური ფილმის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” ჩვენება გაიმართა

Editor

ნატოს შტაბ-ბინაში ყოველწლიურ საქველმოქმედო გამოფენაზე საქართველოც მონაწილეობდა

Editor

იტალიაში საქართველოს საკონსულოს ინიციატივითა  და დიასპორული ორგანიზაცია – „ნინა და საქართველოს“ მხარდაჭერით, ემიგრანტებს სხვადსხვა სახის მომსახურება გაეწიათ

Editor

დინამოს ვეტერანები გერმანიაში ლეგენდათა ტურნირზე

Editor

ისრაელში მცხოვრებმა ქართველებმა „შოთაობა“ აღნიშნეს

Editor

ქართული ღვინო ამერიკაში, “State of Ports” ბიზნეს ფორუმზე წარადგინეს

Editor