ახალი ამბები განათლება

საქართველოს 2020 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანია

5 ივნისს, 16 საათზე, Junior Achievement Georgia • ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო   USAID/Georgia-ს პროექტის „სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში და TBC – თიბისი-სთან თანამშრომლობით, მართავს „მეწარმეობის’’ პროგრამის სწავლებაში ჩართული მინი კომპანიების კონკურსს „საქართველოს 2020 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიის“ ტიტულის მოსაპოვებლად.

პროგრამა „მეწარმეობის საფუძვლები“ ახალგაზრდებში ისწავლება მეწარმეობის სწავლების პრაქტიკული მეთოდით – სწავლება კეთებით, რომლის დროსაც მოსწავლეები ახდენენ სიმულაციური კომპანიების ჩამოყალიბებას და მართვას. პროექტის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობიან სამეწარმეო საქმიანობის ძირითად საკითხებს. პროგრამის წესების შესაბამისად, მონაწილეები ახდენენ კაპიტალის მოზიდვას, ბაზარზე გააქვთ მათ მიერ არჩეული და წარმოებული საქონელი, ან მომსახურება და ყიდიან მას. პროგრამა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკულად დაინახონ, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ბიზნეს იდეიდან რეალური ბიზნესის ფორმირებამდე.

„საქართველოს 2020 წლის საუკეთესო მოსწავლეთა კომპანიის“ კონკურსი წელს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ჩატარდება დისტანციურად, ონლაინ შეხვედრების აპლიკაცია Zoom-ში, ხოლო ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება კონკურსს თვალყური ადევნოს Facebook Live-ის მეშვეობით.

სხვა სიახლეები

საქართველოს მოქალაქეებს სპეცრეისით დღეს ავსტრიიდან ჩამოიყვანენ

Editor

დღეს აშშ- დან ქართველი მოსწავლეები დაბრუნდებიან

Editor

მალე ეკრანებზე დოკუმენტური ფილმი ‘’გაუმარჯოს დედოფალს’’ გამოვა

Editor

გიგა ჭიკაძის მორიგ მეტოქედ ირვინ რივერა სახელდება

Editor

ცვლილებები თურქეთის საემიგრაციო კანონში – რა უნდა იცოდნენ ქართველმა ემიგრანტებმა 

Editor

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში, ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა

Editor