,,საქართველომ COVID-19 დაამარცხა“ – ლატვიის საზოგადოებრივი მედია საქართველოს შესახებ სტატიას ავრცელებს

სტატიაში აღნიშნულია, რომ „მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ სტრატეგიას, რის შედეგადაც ქვეყანამ შეინარჩუნა ინფიცირების დაბალი მაჩვენებელი“.

,,საქართველოს მთავრობამ თანდათან დაიწყო კარანტინის მოხსნა, ქვეყანა 1 ივლისიდან მზად არის უცხოელი ტურისტების მისაღებად. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული წარმატებისთვის, პატარა საქართველომ ტაში დაიმსახურა. წარმატებული სტრატეგიის გარდა, საკუთარი როლი შეასრულა მოსახლეობამაც, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს ასევე ბევრი სირთულე გადალახა“.

სტატიაში ასევე საუბარია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე და ყურადღებაა გამახვილებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც იგი საუბრობს, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას უცხოეთიდან ტურისტების მისაღებად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.