“დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ემიგრანტებისათვის ესეების კონკურსს აცხადებს

წლევანდელი საკონკურსო თემაა “ჩემი გენერალი – გიორგი კვინიტაძე”. კონკურსში მონაწილეობის მიღება კი ნებისმიერ მსურველს შეუძლია.  მონაწილემ ესე უნდა გააგზავნოს შემდეგ მისამართზე: diasporaallianceforgeorgia@gmail.com არაუგვიანეს 10 ივნისისა. გამარჯვებულებს, რომლებიც 15 ივნისს გამოვლინდებიან, სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადაეცემათ. 

“დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის”  2019 წლის ოქტომბერში საქართველოში დაარსდა, მისი დამფუძნებელია ემიგრანტი, TikaTours Georgia-სა და ნიდერლანდებში ქართული კულტურისა და სასულიერო ცენტრის დამფუძნებელი თიკა სვანიძე-ვენკო. ორგანიზაცია ხშირად სთავაზობს ქართველ ემიგრანტებს საგანმანათლებლო პროექტებს. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.