თორნიკე შენგელია “ევროლიგის” სიმბოლურ ხუთეულში დასახელდა
ესპანური “ბასკონიასა” და საქართველოს ნაკრების ლიდერი, თორნიკე შენგელია ევროლიგის სიმბოლურ ხუთეულში დასახელდა. მართალია, წლევანდელი გათამაშება კორონავირუსის პანდემიის გამო ნაადრევად შეწყდა, მაგრამ განვლილი შეხვედრების გათვალისწინებით, გამოცემა “ევრობასკეტმა” საუკეთესოები რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა.
პირველი სიმბოლური ხუთეული ასე გამოიყურება:
შეინ ლარკინი (აშშ, “ეფესი”), მაიკ ჯეიმსი (აშშ, “ცსკა”), თორნიკე შენგელია (საქართველო, “ბასკონია”), ნიკოლა მიროტიჩი (ესპანეთი, “ბარსელონა”), გრეგ მონრო (აშშ, “ბაიერნი”).
თორნიკე შენგელიას ჩატარებული 28 ტურის შემდეგ საშუალოდ 15.9 ქულა, 5.6 მოხსნა და 2.9 პასი ჰქონდა.