ბავშვთა დაცვის დღეს გიორგი კეკელიძე პატარებს კრონავირუსზე საინფორმაციო ზღაპარს წაუკითხავს

1 ივნისს, 18:00 საათზე ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით პატარა მსმენელისათვის ტარდება ონლაინ ჩართვა „კითხვის საათი გიორგი კეკელიძესთან ერთად“.

ონლაინ ჩართვის დროს, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი, გიორგი კეკელიძე პატარებისათვის (და მათი ოჯახის წევრებისთვის) წაიკითხავს ბრიტანული საბავშვო გამომცემლობის Nosy Crow წიგნს კორონავირუსზე.

რა არის კორონავირუსი? როგორ გვემართება ის? როგორ მოვუფრთხილდეთ თავს და ვიზრუნოთ სხვებზე? რატომ უნდა დავრჩეთ შინ? რა იქნება მომავალში?

ეს ის შეკითხვებია, რომლებიც ალბათ ყველა პატარას აწუხებს, უფროსებმა კი არ ვიცით, როგორ გავცეთ მათ პასუხი მარტივად და გასაგებად.

ამასთან, ბავშვებს საშუალება ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

წყარო: Fortuna.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები