European Safest Destination 2020 -ის რეიტინგში თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა

პანდემიის ფონზე, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში თბილისი დასახელდა. ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებად European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა.

„თბილისი არის Covid 19-ით ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნის- საქართველოს დედაქალაქი. საქართველომ ძალიან სწრაფად მოახდინა რეაგირება და შესაბამისი ზომების მიღება, რამაც ეპიდემიის უკიდურესად დაბალ დონეზე შენარჩუნების საშუალება მისცა. ქვეყანაში Covid-19–ის 260 – ჯერ ნაკლები შემთხვევა ფიქსირდება, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში.

ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისათვის 1 ივლისს ხსნის და შესაბამისად ნერგავს უსაფრთხოების ნორმებს, რათა დაიცვას მოგზაურების და საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მისცეს მათ საშუალება, ისიამოვნონ უსაფრთხო დასვენებით საქართველოში.

მსოფლიო პანდემიის შემდეგ ყველაზე მეტად გვსურს ახალი გამოცდილებების მიღება და თბილისი არის ზუსტად ის, რაც გვჭირდება: ადგილი, სადაც ერთმანეთს საუკეთესოდ ერწყმის წარსული, აწმყო და მომავალი, კულტურა და დასვენება. საქართველოს დედაქალაქი არასდროს ყოფილა ისეთი ტრენდული, როგორც 2020 წელს. ეს არის იდეალური სამოგზაურო მიმართულება კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის. „WOW” ეფექტი ქალაქში მოგზაურობისას გარანტირებულია.

თბილისი განსაკუთრებით მომხიბვლელია გაზაფხულზე და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს და ასევე ზამთარში ქალაქის ათასობით ფერადი საშობაო განათების და დეკორაციის ფონზე“. – ნათქვამია სტატიაში.

რეიტინგში ასევე მოხვდა ქალაქი ბათუმი, რომელიც მე-7 ადგილს იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.