საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გამავრცელებელი დაისჯება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილები შევიდა. კოდექსს დაემატა ახალი 343​1 მუხლი. 2 ივლისიდან დაისჯება ყველა, ვინც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორ ინფორმაციას გაავრცელებს.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება, რეკლამირება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა, საქართველოდან გატანა ან რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზნით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე“.

აღნიშნული ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში 2020 წლის 22 მაისს შევიდა და ის 2020 წლის 2 ივლისიდან ამოქმედდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები