ახალი ამბები ტურიზმი

ზოგადი რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისა და გიდებისთვის

ტურისტებს, რომლებიც მალე ეწვევიან საქართველოს, გარკვეული რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

საქართველოში ტურისტული სეზონი 15 ივნისს იხსნება, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა პირველ საერთაშორისო ტურისტებს უმასპინძლებს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ  სპეციალური რეკომენდაციები გამოაქვეყნა ტუროპერატორებისთვის, გიდებისა და მძღოლებისთვის.

რეკომენდაციების თანახმად, მძღოლებს, ტურისტებსა და გიდს დახურულ სივრცეებში პირბადე და ხელთათმანები უნდა ეკეთოს. ავტომობილს, რომლითაც ტურისტები გადაადგილდებიან, დეზინფექცია უნდა უტარდებოდეს, ასევე დეზინფექტორები ტურისტებისთვისაც უნდა იყოს გათვალისწინებული და გარდა ამისა, ტურის მონაწილეებმა მანქანაში ჩასხდომის წინ ყოველ ჯერზე თერმოსკრინინგი უნდა გაიარონ.

მანქანაში ადგილების რაოდენობა შეიზღუდება, 30 ადგილიან ავტობუსში 15 ტურისტის განთავსდება, 18 ადგილიან მიკროავტობუსში – 11 ტურისტი, ხოლო  6 ადგილიან ავტომობილში დაშვებულია მხოლოდ 4 ტურისტი.

გიდებმა ტურისტებთან  დისტანცია უნდა დაიცვან, ასევე  ტემპერატურა გაუზომონ.

სხვა სიახლეები

ფეხით მოსიარულე სიკეთე

Editor

სტრესი და ფსიქიკური ჯანმრთელობა – აზროვნების აკადემიის ფსიქოლოგების Online ლექციები

Editor

სტამბულის ქართული ანსამბლის მიერ თვითიზოლაციაში შესრულებული “მეცხვარის სიმღერა” (ვიდეო)

Editor

მოქმედების ახალი წესები იტალიის მთელ ტერიტორიაზე- რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა ემიგრანტებმა 

Editor

სტუ სტუდენტებს ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პლატფორმით სარგებლობის წესებს სთავაზობს

Editor

იაპონიაში FM ”YOKOHAMA”- ზე საქართველოს კულტურისა და ქართული ღვინის შესახებ 2 გადაცემა გავა

Editor