როდიდან და რა ფორმით უნდა შეიტანონ განაცხადი ქართველმა ემიგრანტებმა ე.წ სანატორიის მისაღებად – იტალიის ახალი საემიგრაციო კანონის მოთხოვნები 

იტალიაში სამუშაოდ მყოფი ქართველები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებმაც მოხუცები ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში არ მიატოვეს, არალეგალები აღარ იქნებიან.

იტალია მიგრანტებს ლეგალურად ცხოვრებისა და შრომის უფლებას აძლევს. მათ შორის იქნება ათასობით ქართველი, რომლებიც წლებია იტალიაში იმყოფებიან, თუმცა ლეგალური მუშაობისთვის საჭირო დოკუმენტები არ აქვთ. რომში გადაწყვეტილება კორონავირუსის მიერ დაზარალებული ეკონომიკის სტიმულირებისთვის მიიღეს.

ე.წ სანატორიის მისაღებად განაცხადის შევსება 1 ივნისს დაიწყება  და  15 ივლისამდე გასტანს. 

“ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტის ხელმძღვანელი”  ქართველ ემიგრანტებს დამატებით რეკომენდაციებს აძლევს და კანონის კონკრეტულ მოთხოვნებს განუმარტავს.

“იტალიის ემიგრანტებისთვის!
დადგენილება 2020 წლის 19 მაისი N 34- ჯანდაცვის სფეროში გადაუდებელი ზომები, შრომისა და ეკონომიკის მხარდაჭერა, ასევე COVID-19– ის ეპიდემიოლოგიურ გადაუდებლობასთან დაკავშირებული სოციალური პოლიტიკის სისტემაში საბოლოოდ შეიტანეს იტალიაში არარეგულარული უცხოელების შავი სამუშაოსგან დაცვის რეგულაციები.
განკარგულება ადგენს დამსაქმებელს შრომითი ურთიერთობის დასამყარებლად საჭირო შემოსავლის ლიმიტებს, სამუშაო საქმიანობის დასამტკიცებლად შესაბამის დოკუმენტაციას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც წარადგენენ განცხადებას დროებითი ბინადრობის ნებართვისათვის და აგრეთვე მიმდინარე პროცედურების ჩატარების წესებს.

ამ ბრძანებულების 103 მუხლის მე-5,მე-7 და მე-19 პუნქტები – შს და შრომის მინისტრების განკარგულებებია ძირითადად ,,სანატორიას” მოთხოვნის საფუძველი,რომელიც ორი მოდულისაგან შედგება.

ეს არის
1) EMdom_2020 და
2) EMsub_2020 მოდულები.

ამ მოდულებს ექნება,შესაბამისი გვერდები. პირველი მოდული არის საოჯახო მუშაკების,მზრუნველების და შშმ პირების დამხმარეებისთვის. ხოლო მეორე კი აგროკულტურაში დასაქმებულთათვის.

ციფრული განაცხადის შევსება შესაძლებელი იქნება SPID სისტემის გამოყენებით ( ეს გახლავთ საჯარო ციფრული იდენტობის სისტემა,რომელთან წვდომა შეგიძლიათ ჩვეულებრივად, ტაბლეტებითა და სმარტფონებით. განაცხადების ასატვირთად სისტემა ჩაირთვება 2020 წლის 1 ივნისის დილის 7 სთ-დან საღამოს 23 სთ-მდე. (გამონაკლისი იქნება მხოლოდ 15 ივლისი) და სისტემა გაითიშება 2020 წლის 15 ივლისს 23 სთ-სა და 59 წუთზე.

და ბოლოს – შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს, დახმარების ონლაინ სერვისს, რომელიც იქნება 8-დან 20 სთ-მდე მხოლოდ მითითებული პერიოდისთვის. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ხოლო შაბათს 8-დან 14 სთ-მდე.

,,ქართული ემიგრაციისა და დიასპორის ინსტიტუტი”
გისურვებთ წარმატებას!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.