იტალიაში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ონლაინ კონცერტი გაიმართა

იტალიაში მცხოვრები თანამემამულეების საპატივცემულოდ, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ონლაინ კონცერტი გაიმართა. ღონისძიება იტალიაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, მარიამ ბოჭორიშვილის ინიციატივით მოეწყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის – „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ფარგლებში და ქართული დიასპორის დღეს მიეძღვნა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო შექმნილ რთულ ვითარებაში საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების მხარდაჭერასა და თანადგომას. ონლაინ კონცერტზე, რომელიც  იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს Facebook Live-ით გადაიცემოდა, ვაჟთა კვარტეტმა „ჰანგებმა“ ქართული ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში და თბილისის კლასიკური გიმნაზია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.