ივნისში დაგეგმილ ჩარტერულ ფრენებს ვენის მიმართულება დაემატა

მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილ ჩარტერულ ფრენებს ვენის მიმართულება დაემატა. კერძოდ, ავიაკომპანია „Georgian Airways“ თბილისი-ვენა-თბილისის საჰაერო ხაზზე ორ ჩარტერული რეისს შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:

• 18 ივნისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 17:50);
• 28 ივნისი, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენის დრო 10:00, მოფრენის დრო 17:50).

გარდა ზემოთ აღნიშნული მიმართულებისა, ავიაკომპანია ივნისში შემდეგ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს:

• 4 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი;
• 8 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი;
• 11 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი;
• 15 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი;
• 21 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი;
• 25 ივნისი, თბილისი – თელ-ავივი – თბილისი;
• 27 ივნისი, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები