თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 29 მაისის 24 საათიდან 31 მაისის 24 საათამდე მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის შემდეგ ქალაქებში: ანკარა, ბალიქესირი, ბურსა, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, სტამბოლი, იზმირი, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მანისა, საქარია, სამსუნი, ვანი და ზონგულდაქი. ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო თურქეთში.

ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდებიან.

კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზზე:

  1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
  2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
  3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
  4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები