მეორე საერთაშორისო ვორკშოფი – Cultural Heritage without frontiers

მეორე საერთაშორისო ვორკშოფი – Cultural Heritage without frontiers დასრულდა!

Politecnico di Milano-s მხარდაჭერით ვორკშოფის ერთერთი მთავარი თემა გახლდათ საქართველოს არქიტექტურა, კერძოდ საბჭოთა კავშირის პერიოდში აგებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვორკშოფში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ეროვნების სტუდენტები და მოწვეული პროფესორები სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდანაც.

„მიხარია, რომ მიუხედავად ამ რთულ პერიოდისა, მაინც მომეცა შესაძლებლობა, ონლაინ რეჟიმში, 4 კვირის განმავლობაში ამ არაჩვეულებრივი წამოწყების ნაწილი ვყოფილიყავი. გამეცნო ჩემი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის კულტურის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტურიზმის მიმართულებებით. საერთაშორისო ვორკშოფის წყალობით, კიდევ ერთხელ გახდა შესაძლებელი საქართველოს პუპულარიზაცია საქართველოს საზღვრებს გარეთ. ძალიან მეამაყება, რომ ასეთი არაჩვეულებრივი და განუმეორებელი კულტურის მატარებელნი ვართ, რომელსაც დაფასება და გაფრთხილება სჭირდება!“ -ნათქვამია იტალიაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოფის წარმატებულმა დასასრულმა სამომავლოდ ბევრ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები