თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო მოქალაქეთა მიღებას განაახლებს

2020 წლის 25 მაისიდან ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო განაახლებს მოქალაქეთა მიღებას. მოქალაქეთა მიღება იწარმოებს მხოლოდ წინასწარი ჩაწერით. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს გენერალური საკონსულო თესალონიკში.

“ძვირფასო თანამემამულეებო

2020 წლის 25 მაისიდან ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო განაახლებს მოქალაქეთა მიღებას. მოქალაქეთა მიღება იწარმოებს მხოლოდ წინასწარი ჩაწერით („რანდევუს“ დანიშვნა).

ვიზიტზე ჩაწერილმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);

მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან);

მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;

გენერალურ საკონსულოში მომსახურების მისაღებად, მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანი, პირბადე, ან დამცავი ფარი);

მოქალაქე ვალდებულია გენერალურ საკონსულოში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება;

მოქალაქე ვალდებულია მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;

მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა;

წინასწარი ჩაწერა („რანდევუს“ დანიშვნა) ხორციელდება ვებ-გვერდის საშუალებით.

გთხოვთ, გაეცნოთ ინსტრუქციას.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.