ახალი ამბები ისტორია და ისტორიები მხოლოდ ქართული

23 მაისი ქართული რადიოს დაბადების დღეა 

1925 წელს ნავთლუღში 120- მეტრიანი სამხედრო რადიოანძა აღიმართა, რომელიც 300 კილომეტრის რადიუსით მოქმედებდა. აქვე ამოქმედდა ნახევრად კუსტარული სამაუწყებლო რადიოსადგური, საიდანაც 1925 წლის 21 მაისს საცდელი რადიოგადაცემა განხორციელდა. მსახიობ-შემსრულებლები იყვნენ სადგურის ტექნიკური პერსონალი, რომლებმაც რადიოტელეფონით გადასცეს სიმღერა, მუსიკა და საუბარი. ფართო აუდიტორიისათვის განკუთვნილი საცდელი მაუწყებლობა კი  დაიწყო 23 მაისს – სწორედ ეს დღე ითვლება ქართული რადიოს დაბადების დღედ.

საზოგადოებრივი რადიო ერთ-ერთი უძველესი რადიოა ევროპაში და პირველი – საქართველოში. შეიქმნა მოსახლეობის დაფინანსებით. თავისი არსით იგი თავიდანვე საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოადგენდა. საზოგადოებრივმა რადიომ დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცხოვრებაში და ქართული კულტურის განვითარებაში. საზოგადოებრივი რადიო ფლობს უნიკალურ აუდიოფონდს, რომელიც ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს.

სხვა სიახლეები

Tam-Art-მა  პარიზის თეატრ Pixel-ში სპექტაკლის ,,ჯადოსნური ქოლგა“ პრემიერა გამართა

Editor

პატარა ქვეყანა, დიდი ძალისხმევა – როგორ გახდა საქართველო სამაგალითო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

Editor

“გამომიგზავნე პურის ფული…” -სოფიკო ჭიაურელის წერილი მამას

Editor

“საქართველოს ევროპული გზა“- საჯარო ლექცია დუბლინში

Editor

მაგალითი, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ეზო – ზაქარიაძის #3

Editor

European Safest Destination 2020 -ის რეიტინგში თბილისმა პირველი ადგილი დაიკავა

Editor