ბოლო სპეცრეისით სამშობლოში 180 მოქალაქე დაბრუნდა

22 მაისს  შესრულდა ბოლო სპეცრეისი რომი-თბილისის მიმართულებით –  რეისით სამშობლოში 180 მოქალაქე დაბრუნდა.  მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.

ეს არის სიმბოლური დასასრული იმ  პროცესისა, რომელიც საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტრომ საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით ბოლო 3 თვის განმავლობაში აწარმოა საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ორგანიზებულად და ეტაპობრივად დასაბრუნებლად.

საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 21 012 მოქალაქეს, ხოლო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით, მთავრობის ხელშეწყობით, ორგანიზებულად დაბრუნდა 12 409 მოქალაქე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები