უნიკალური პროექტი ქართველი ემიგრანტი ბავშვებისათვის – “კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები” მთელი მსოფლიოს მასშტაბით

ფონდმა „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და გაერთიანება „რუსთაველ კალიგრაფებთან“ პარტნიორობით ქართველი ემიგრანტებისათვის უნიკალური პროექტი –  „კალიგრაფიის ონლაინ გაკვეთილები“ შექმნა. 

სწორად ამ უპრეცედენტო პროექტის ფარგლებში შეიქმნა საოცარი ხელნაწერები, რომელთა ავტორები არიან ემიგრაციაში დაბადებული და გაზრდილი ქართველი მოსწავლეები.

პროექტმა ქართველი ემიგრანტების განსაკუთრებული ყურადღება და მოწონება დაიმსახურა იმდენად, რომ არსებულ გაკვეთილებზე მოსწავლეთა რაოდენობა სრულად შეივსო, ბევრი მათგანი კი მომლოდინეთა სიაში ელის დამატებითი გაკვეთილების დანიშვნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.