ირლანდიის ქართული დიასპორა ფოთსა და ხობში 16 გაჭირვებულ ოჯახს დაეხმარა

ირლანდიაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა კორონავირუსის გამო შექმნილი მძიმე სოციალური მდგომარეობა ფოთისა და ხობის ეპარქიაში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ 16 ოჯახს შეუმსუბუქეს და მათ სურსათი და პირველადი საჭიროების პროდუქტები გადასცეს.

“მეგობრებო, გრძელდება ჩვენი აქცია თანამემამულეთა დასახმარებლად. თქვენმა უანგაროდ გაღებულმა თანხამ საშუალება მოგვცა დავხმარებოდით 16 უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს ფოთისა და ხობის ეპარქიაში. უღრმესი მადლობა თქვენ გულისხმიერებისა და გვერდით დგომისთვის – ჩვენ ყველამ ერთად სიკეთისა და იმედის განცდა შევიტანეთ ადამიანების ცხოვრებაში და კიდევ ერთხელ დავიჯერეთ, რომ სიკეთე გადამდებია” – ამბობენ ირლანდიის ქართული დიასპორის წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.