თურქეთში მკურნალობის მიზნით წასვლის მსურველთათვის ნებართვის მიღების წესი დადგინდა

ძალაში შევიდა თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის სამინისტროს გადაწყვეტილება, 31 ქვეყნის პაციენტებისთვის, მათ შორის, ქართველი პაციენტებისთვის თურქეთის ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით.

ზემოაღნიშნულის განსახორციელებლად კი აუცილებელია შემდეგი პროცედურების გავლა:

-პირველ რიგში, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით;

-პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიარონ რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ” მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია;

-ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი (აუცილებელია, რომ პაციენტისა და მისი თანხმლები პირის ტრანსპორტირება განხორციელდეს საავტომობილო ან საჰაერო რეანომობილით).

ამასთან, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.