ახალი ამბები ინტერვიუ საქართველო და ქართველები სლაიდერი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან თურქეთში დედა ენის მასწავლებლობამდე – ნატალია დვალის ისტორია

ნატალია დვალი უკვე რამდენიმე წელია, თურქეთში ქართველ მოსწავლეებს დედა ენას ასწავლის. თავად თურქული ენა და თურქეთის ისტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლა. შემდეგ მაგისტრის ხარისხი მიიღო, დოქტორანტურაზე თურქეთში ისწავლა და საბოლოოდ, თავისი ცხოვრების მთავარი საქმეც ამ ქვეყანას დაუკავშირა.

მართალია, მსოფლიო პანდემიის გამო, კურსების ჩვეული მუშაობის რეჟიმი შეიცვალა. თუმცა, მოსწავლეებს რომ მშობლიური ენა არ დაავიწყდეთ, ონლაინ-მეცადინეობები არ წყდება. მეცადინეობებს საინტერესო სახელი აქვთ – “დისტანციურად, საქართველოს სიშორეზე”

ნატალია საკუთარი გამოცდილების შესახებ “ქართული ამბები პორტალი / Gürcü Haber Portalı”-ს ესაუბრა. 

_ პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ თემისადმი თქვენი ინტერესის გამო. მე დავიბადე თბილისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე დავამთავრე თურქეთის ისტორია. სკოლის დამთავრების შემდეგ, თურქეთის განათლების სამინისტროს პროგრამით სტამბოლში ჩავედი, რომ უკეთესად მესწავლა თურქული. სწორედ იქ შევხვდი “საქართველოს კულტურული ცენტრის”  ხელმძღვანელებსა და  წევრებს. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მაგისტრის ხარისხი მივიღე და კვლავ დავბრუნდი თურქეთში. იმ პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი საქართველოს კულტურული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ კი  დოქტორანტურის სტიპენდია თურქეთში გადავიტანე. 2013 წელს სტამბულის უნივერსიტეტში დავიწყე სადოქტორო პროგრამა ისტორიის მიმართულებით. 2013 წლიდან 2020 წლამდე მონაწილეობა მივიღე ქართული ასოციაციის ღონისძიებებში, ასევე ვმუშაობდი თარჯიმნებად და პროგრამის წამყვანად სხვადასხვა ღონისძიებაზე.

შემდეგ მივიღე შემოთავაზება, დედა ენის კურსების პედაგოგი ვყოფილიყავი.  დიდი ხანი ვასწავლიდი ქართულს კორუფის ველის სოლიდარობის ასოციაციაში. 2019 წლის ოქტომბრიდან დღემდე ვმუშაობ, როგორც ქართულის პედაგოგი მაკაელის ფონდში.

_ არსებულის სიტუაციის გამო ხომ არ შეფერხდა კურსების მუშაობა? ახლა დისტანციურად ასწავლით ქართულს? 

_ დიახ, ამ დაავადების გამო კურსებმა ადგილზე მუშაობა შეაჩერა. თუმცა ჩვენ შევთანხმდით, რომ არ უნდა გაჩერდეს ის საქმიანობა, რაც დაწყებული და არ უნ და დავივიწყოთ ჩვენი განვლილი გზა. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ინტერნეტი და სოციალური მედია ამარტივებს კომუნიკაციას. მუდმივი კომუნიკაცია უნდა იყოს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის, რადგან, როგორც ვიცით, ენა ცოცხალი მექანიზმია და მისი სწრაფად დავიწყება შეგვიძლია. ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ ონლაინ-გაკვეთილებზე. რთულია ასე კომუნიკაცია, თუმცა, მაინც ვამოწმებთ დავალებებს და ვუზიარებთ ერთმანეთს აზრებს, რომ ენა არ დაავიწყდეთ მოსწავლეებს. რა თქმა უნდა, როგორც კი ცხოვრება ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება, ჩვენც უწინდებურად განვაგრძობთ მუშაობას.

სხვა სიახლეები

ქართული ღვინის შესახებ მომზადებული სტატია იაპონური გამოცემის ტოპ ხუთეულშია

Editor

ავიაკომპანია RyanAir-ის გვერდზე თბილისის შესახებ ბლოგი გამოქვეყნდა 

Editor

“ემიგრანტი “ნებაყოფლობით” ეგუება სამყაროსთან განსაზღვრული დროით კავშირს…”

Editor

„უწმინდესი გვეუბნებოდა დროზე ადრე დაბრუნდებით საქართველოშიო… ვერ მოვასწარით…“

Editor

#აჩუქეწიგნი – აქცია წიგნის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად

Editor

“ვიცოდეთ ჩვენი საერთო ისტორია” – საქართველო-პოლონეთის შემეცნებითი პროქეტი იწყება

Editor