საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „წარაფი“ დაემატა

საქართველოში რეგისტრირებულ დაცული ადგილწარმოშობის დასახელებებს ღვინო „წარაფი“ დაემატა.

”წარაფი“ ქარვისფერი მშრალი ღვინოა. მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე.

„წარაფი“ მხოლოდ წარაფის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის ჯიშის ყურძნიდან მზადდება. „წარაფის“ დამზადებისას რქაწითელის ჯიშის ყურძენს შეიძლება დაემატოს 15%-მდე კახური მწვანის და/ან ხიხვის ჯიშის ყურძენი. დაუშვებელია სხვა ჯიშების გამოყენება.

“წარაფის“ დარეგისტრირებით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რაოდენობა 23- მდე გაიზარდა, რაც ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინოების მრავალფეროვნებასა და უნიკალურობაზე მიუთითებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდის კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.