ახალი ამბები განათლება ისტორია და ისტორიები საქართველო და ქართველები

კულტურული კავშირები იტალიასა და საქართველოს შორის – მრავალსაუკუნოვანი ისტორია

პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, “ქართულ-იტალიური ლექსიკონი” 1629 წელს ქალაქ რომში დაიბეჭდა.

წიგნი, რომელიც რომში ელჩად წარგზავნილი ქართველის, ნიკიფორე ირბახის დახმარებით იტალიელმა სტეფანო პაოლინიმ შეადგინა, შეიცავს სამ სვეტად დაბეჭდილ 3084 სიტყვას: მარცხენა სვეტში ქართული სიტყვებია მოცემული, მეორე სვეტში ქართული სიტყვების ტრანსლიტერაციაა, მარჯვენა სვეტში კი ქართული სიტყვების იტალიური განმარტებებია. აქვე მოცემულია ქართული ანბანი და თითოეული ქართული ასოს შესატყვისი ასო ლათინურ ენაზე.

ლექსიკონი დაიბეჭდა სარწმუნოების გამავრცელებელი სასულიერო საზოგადოების (Congregazione de Propaganda Fide) სტამბაში, ორიგინალი ინახება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამავე ბიბლიოთეკაში გახსნილია სტეფანო პაოლინის სახელობის იტალიური ბიბლიოთეკა, რომელიც შეიქმნა საქართველოში იტალიის საელჩოს მიერ საჩუქრად გადაცემული იტალიურენოვანი წიგნების ბაზაზე.

ფოტოებზე: მემორიალური დაფა რომში, რიონე მონტიში, რომელიც იტალიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით შეიქმნა და მემორიალური დაფა თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

სხვა სიახლეები

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩეხეთში გაეცნენ

Editor

ბათუმელი მომღერალი თათია კობალაძე „თურქეთის ხმის“ – ‘’O Ses Türkiye’’- ს მონაწილეა

Editor

ლეგენდარული ქართველი კომენტატორის ფრაზა უეფას ნომინანტებს შორის მოხვდა 

Editor

ქართველმა და გერმანელმა ავტორმა საქართველოს შესახებ წიგნი გამოსცეს

Editor

ანკარაში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართება 

Editor

თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

Editor