ეროვნული მუზეუმის ვირტუალური ფესტივალი

დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საქართველოც უერთდება.

საქართველოს  ეროვნულმა მუზეუმმა საკუთარი ვირტუალური ვერსია შექმნა, რომლის დათვალიერებაც სახლიდან ონლაინაა შესაძლებელი.

„360 გრადუსიან ფორმატში წარმოდგენილ მუზეუმის ექსპოზიციასთან ერთად გთავაზობთ ვირტუალურ მოგზაურობას – აღმოაჩინეთ საქართველოში ნაპოვნი უნიკალური არტეფაქტები, „პირველი ევროპელები“, ქრისტიანობამდელი და შუა საუკუნეების დროინდელი ქართული ხელოვნება, კავკასიის ბიომრავალფეროვნება, ღვინის ისტორია, ქართული სამოსელი და სხვა უნიკალური კოლექციების ისტორიები“, – ნათქვამია მუზეუმის განცხადებაში.

ვირტუალურ ტურებთან ერთად ეროვნული მუზეუმი დამთვალიერებელს სოციალურ ქსელებში სთავაზობს სამუზეუმო კოლექციების კადრებს, არქივებს, სტატიებს და ონლაინ-ლექციებს კულტურული მემკვიდრეობაზე.

ასევე, დღეს  საზოგადოება პირველად გაიცნობს  კიდევ ერთ ახალ მუზეუმს, რომელიც ქვემო ქართლის სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას შეასრულებს. ის გახლავთ XXI საუკუნის რეგიონული მუზეუმის და ზოგადად ახალი ეკოსისტემის მოდელი.

ფესტივალი 24 მაისამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები