წერილი მუზეუმს – თბილისის მუზეუმების გაერთიანება ახალ პროექტს იწყებს

ყველა წერილი, მოკლე ტექსტური შეტყობინება თუ საინფორმაციო ფურცელი დღევანდელ შეცვლილ და ჩაკეტილ რეალობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მძლავრი საინფორმაციო შესაძლებლობაა.

წერილის მუზეუმს ახალი პროექტია, რომლის მიზანია, მუზეუმები იქცნენ საზოგადოებისა და მუზეუმის გამაერთიანებელ პლატფორმად, ადგილად, სადაც შესაძლებელია გავიხსენოთ მუზეუმებსა და სამუზეუმო ფონდებში დაცული მემკვიდრეობის ადამიანური მნიშვნელობა, ადამიანური ისტორიები, დამოკიდებულებები, ტკივილები თუ სიხარულები.

რას მისწერდით ილიას, გალაკტიონს, ნიკოლოზ ბარათაშვილს ან სულაც ტატოს, ზაქარია ფალიაშვილს, ოლღა გურამიშვილს, სოსო წერეთელს, მერაბ კოსტავას, ვახტანგ ჭაბუკიანს… ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას? გალაკტიონის ოლლკინსა თუ სხვებს?

რას მოუყვებოდით მათ საქართველოს დღევანდელ დღესა და გამოწვევებზე?
რა კავშირი აქვს წარსულსა და დღევანდელობას?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს.

წერილების გაგზავნა შესაძლებელია ხელნაწერისა თუ ვიდეოს სახით ელექტრონულ ფოსტაზე: lettertomuseum@gmail.com

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.