თურქეთში სამკურნალოდ ჩასული საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული შეზღუდვები იხსნება

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამკურნალოდ გამგზავრებას შეძლებენ, ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თავის Facebook-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლააციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდაცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები

Comments are closed.